კახა კახიშვილი: 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება.
“იგეგმება და უკვე არის პროექტი 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის ცალკე დაწესებულების ასაშენებლად. იმიტომ, რომ საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში და 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადამიანებს მიეცემათ საშუალება, უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები