კახა კახიშვილი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელის დასახვეწად ვმუშაობთ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელი ცვლილებებს მოითხოვს და ამ საკითხის დასახვეწად მუშაობა მიმდინარეობს.
“პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები მოითხოვს ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები არიან, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სხვა ექსპერტები და სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ვმუშაობთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელის დახვეწაზე. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ნამდვილად პრობლემაა.
ჩვენ უკვე შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს სასამართლოსთან, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი, მაგრამ, ამავდროულად, სამართლიანი”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები