საახალწლო ღონისძიებებს 3 იანვარს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი დახურავს
ბელორუსიის ჯაზფესტივაზე გამართული წარმატებული კონცერტების შემდეგ ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით ახალი კონცერტისთვის ემზადება.
განახლებული რეპერტუარით ქართული და უცხოური ჰიტებით ბენდი საახალწლო ღონისძიებების დასკვნით კონცერტს 3 იანვარს გამართავს.
საახალწლო ქალაქი ვარდების მოედანზე 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტით გაიხსნა.
ვარდების მოედანზე ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი იმართება.
3 იანვარს, 20:30 საათზე კი, კონცერტების სერიას თბილისის მერიის ბიგ-ბენდი დახურავს. საათნახევრიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება საახალწლო თემატიკაზე შემქნილი უცხოური სიმღერები. რეპერტუარში ასევე შევაჯონ ლენონის, B.B. King-ის, ფრენკ სინატრას, ლუი პრიმას სიმღერების ქავერები. საახალწლო ქალაქში მისული მსმენელი არჩილ კერესელიძის ლეგენდარული „საპოვნელას“ სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასაც მოისმენს.