ახალი წლის ღამეს მოთოვს – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 30 დეკემბრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არაა. ბარში და დაბლობ რაიონებში ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, მაღალ მთაში მოთოვს. 31 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე თოვაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები