ოზურგეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში წუხელ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარს „კვირას“ შსს-ში უდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.