ილია მეორე: 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება
31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომელმაც მრევლს კურთხევა საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მისცა.
პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს.
“მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა, – აღნიშნა ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძარში წირვა ღამე ჩატარდება.