გიორგი მარგველაშვილი: ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ ჰქონია, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“მე მესმის, რომ ეს კითხვები საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რეალურად ამ კითხვების უმეტესობა ჩემთან არ არის. მე გეტყვით რა დამოკიდებულება მქონდა. ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. თქვენ ალბათ, გინახავთ, როდესაც საზოგადოებაში ერთანეთს ვხვდებოდით, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ამასთან ერთად, ორი წლის განმავლობაში ჩემგან იყო მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ძირითადში წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან და საერთოდ, მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები