ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა და სამახსოვრო ფოტოები გადაუღო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ – მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებს დაემშვიდობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და თავადაც აღმოჩნდა ფოტოგრაფის ამპლუაში. თანამშრომლებმა პრემიერი ტაშით და ოვაციებით გააცილეს.