სამხრეთ ამერიკაში წყალდიდობის გამო 150 ათასი ადამიანია ევაკუირებული (ფოტოკოლაჟი)

სამხრეთ ამერიკაში ძლიერი წყალდიდობის გამო 150 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. რომლებიც რეგიონში მესამე დღეა გრძელდება. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პარაგვაი დაზარალდა. ამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პარაგვაის მდინარეში წყლის დონე პრაქტიკულად მიუახლოვდა კრიტიკულს. მისმა კიდევ უფრო აწევამ შეიძლება ქვეყნის დედაქალაქის, ასუნსიონის დატბორვა გამოიწვიოს.
ქვეყნის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მას მდინარის პირას მცხოვრები მთელი მოსახლეობის, ანუ კიდევ ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია დაჭირდეს.
ძლიერი ტროპიკული წვიმების გამო ადიდდა ურუგვაის, არგენტინის და ბრაზილიის მდინარეებიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს უძლიერესი წყალდიდობაა ამ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
702974_10205081736914697_1741125884_n
12436086_10205081736994699_969018332_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები