გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ მიიღეს
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ მიიღეს. მათ პირველ ეტაპზე სამსაათიანი დრო ჰქონდათ განსაზღვრული გადაწყვეტილების ერთხმად მისაღებად. ვადის ამოწურვის შემდეგ მეორე ეტაპი, ექვსსაათიანი დრო განისაზღვრა.
საქმის პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ვერდიქტს მიიღებენ, ან ვერდიქტს ვერ გამოიტანენ, გიორგი ოქროპირიძე სასამართლოს დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განმარტა, ეს იმიტომ ვერ მოხდება, რომ ოქროპირიძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.