გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ.
საქმის პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ვერდიქტს მიიღებენ, ან ვერდიქტს ვერ გამოიტანენ, გიორგი ოქროპირიძე სასამართლოს დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განმარტა, ეს იმიტომ ვერ მოხდება, რომ ოქროპირიძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.