ერდოღანმა მამაკაცი გადაარჩინა, რომელიც თავის მოკვლას ცდილობდა (ფოტო, ვიდეო)
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე თაიფ ერდოღანმა მამაკაცი გადაარჩინა, რომელიც სტამბოლში, ხიდიდან ბოსფორში გადახტომას აპირებდა. ამის შესახებ გამოცემა Oxu.Az-ი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანი სტამბოლის მეჩეთიდან საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიდიოდა.
პრეზიდენტის ესკორტი ბოსფორის ხიდზე გაჩერდა. სწორედ ამ დროს პრეზიდენტის დაცვის თანაშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობდა. ერდოღანმა მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და ახალგაზრდა მამაკაცს დაუძახა. ის პრეზიდენტთან მივიდა და თავის პრობლემაზე უამბო. ამის შემდეგ ერდოღანის მრჩეველმა ეს მამაკაცი რეზიდენციაში წაიყვანა.