აშშ-ში პოლიციელმა მოზარდი მოკლა, რომელმაც სავაჭრო ცენტრში სროლა ატეხა

აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტის სავაჭრო ცენტრში მოზარდმა სროლა ატეხა. პოლიციელმა ბოროტმოქმედი მოკლა.
დაღუპული 18 წლის დაკუან ანტონიო უესტბრუკი აღმოჩნდა. სროლის დროს არცერთი სამართალდამცველი არ დაშავებულა. პოლიციის ცნობით, ინციდენტი სავაჭრო ცენტრში ორ დაპირისპირებულ პირს შორის მოხდა. კონფლიქტის დროს უესტბრუკმა პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო. გასროლის ხმის გაგონებისას ადგილზე პოლიციელი მივიდა, რომელსაც შეიარაღებული მოზარდი დახვდა.
თვითმხილველების ცნობით, მოზარდმა პოლიციელს იარაღი დაუმიზნა. სწორედ ამ დროს სამართლდამცველმა ტაბელური იარაღი გამოიყენა და ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები