პროკურორი: გიორგი ოქროპირიძე, გამამართლებელი ვერდიქტის შემთხვევაშიც კი, დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმის პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ვერდიქტს მიიღებენ, ან ვერდიქტს ვერ გამოიტანენ, გიორგი ოქროპირიძე სასამართლოს დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განმარტა, ეს იმიტომ ვერ მოხდება,რომ ოქროპირიძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნეფარიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს იმედი აქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას ღირსეულად მიიღებენ. ნაფიცი მსაჯულები, 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ვერდიქტის მისაღებად სათათბიროდ დღეს გავლენ.