ბულგარეთში პარტიის ლიდერმა თანამდებობა, რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების მხარდაჭერის გამო, დაკარგა
ბულგარეთში, პარტია „მოძრაობა თავისუფლებისა და უფლებებისთვის“ ლიდერი თანამდებობიდან გადააყენეს და პარტიიდან გარიცხეს. ეს პარტია ბულგარეთში თურქი ეროვნების ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, პოლიტიკოსის გადადგომის მიზეზი „სუ-24“-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ კონფლიქტში თურქეთისადმი ღია მხარდაჭერა გახდა. ლუტვი მესთანი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ „სუ-24“-მა თურქეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია.
„როიტერის“ ინფორმაციით, თანამდებობიდან მესთანის გადაყენების გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ ერთხმად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსული ბომბდამშენი სირია-თურქეთის საზღვარზე 24 ნოემბერს თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.