საფრანგეთში 100 000-მდე მოქალაქე პარიზში მომხდარ ტერაქტს აპროტესტებს

საფრანგეთში სატირული ჟურნალის „შარლ ებდოს“ რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. არსებული მონაცემებით, აქციები საფრანგეთის 21 ქალაქში ტარდება. ქუჩებში 100 000-მდე ადამიანია გამოსული. როგორც უცხოური პრესა იუწყება, გარდა საფრანგეთის ქალაქებისა, საპროტესტო აქციები ასევე ბრიუსელში და ლონდონში გაიმართა.
ცნობისთვის, ფრანგული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებმა განაცხადეს, რომ მზად არიან „შარლ ებდოს“ ნებისმიერი დახმარება გაუწიონ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ჟურნალის შემდგომი ნომრების გამოშვება შეძლონ.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლ ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა.
ცნობისთვის, ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოსული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და ჟურნალის ყდაზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

10893422_902560329784206_87993184_n 10922111_902560323117540_143408458_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები