თურქეთში Mahan Air-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა (ვიდეო)
თურქეთში ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი, ავტობუსს შეეჯახა. მათივე ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.