ერეკლე კოდუას დედა შვილის პოლიტიკური მოტივით დევნას გამორიცხავს
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას დედა შვილის პოლიტიკური მოტივით დევნას გამორიცხავს. ლაურა ღაჭავას თქმით, მან ჯერ არ იცის, ჩამოვა თუ არა ერეკლე კოდუა საქართველოში, თუმცა დარწმუნებულია, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობის საკითხს სასამართლო გაარკვევს
„ირაკლისთან მე არ მქონია ჯერჯერობით სატელეფონო საუბარი. ამდენად, ვერ გეტყვით, აპირებს თუ არა ჩამოსვლას საქართველოში. ჩემს შვილს უნდოდა ჩამოსულიყო, მაგრამ მან არ იცოდა, რომ მიმდინარეობდა ძიება და ახლა, სასამართლო პროცესების დროს, როგორ იქნება, არ ვიცი. თუ ჩათვლიან საჭიროდ, ჩამოვა, თუ არადა თავისი ადვოკატები ჰყავს. ეს არ არის პოლიტიკურ ნიშნით დევნა. ვიღაცამ დაწერა საჩივარი და ალბათ გაარკვევს სასამართლო“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.