აშშ-ში ტორნადომ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ტორნადოს შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე – ბავშვია. სტიქია თავს მისისიპის, ტენესის და არკანზასის შტატებს დაატყდა. საგანგებო სიტუაციათა სააგენტო იტყობინება, რომ დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. მეტეოროლოგები ტორნადოს საფრთხეს ლუიზიანაში, ტენესში, კენტუკიში და ალაბამაში პროგნოზირებენ.
ტორნადომ ავიამიმოსვლაც შეაფერხა. მხოლოდ ნიუ-იორკში 275 ავიარეისი გაუქმდა. 1200 რეისი კი გადაიდო.