მოსკოვში პუტინის სახელობის სუნამოს პრეზენტაცია გაიმართა
მოსკოვის ცენტრალურ უნივერმაღში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელობის სუნამოს პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სუნამო მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაიყიდება. მისი გაყიდვიდან შესული მოგების ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. ტელეარხ „როსია-24“-ის ინფორმაციით, პარფიუმერული ნაწარმის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია.
„ეს იდეა სპონტანურად გაჩნდა. ისტორიულად, ჯერ კიდევ მეფეების და იმპერატორების დროს პარფიუმერებს შთააგონებდნენ მათი მმართველები. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ტრადიცია აღგვედგინა და პუტინის რეიტინგის გათვალისწინებით მას სუნამო მივუძღვენით“, – განაცხადა ჟურნალ Leaders-ის მთავარმა რედაქტორმა მაქსიმ ფომიჩევმა.