„მის ერაყს“ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ემუქრებიან
„ისლამური სახელმწიფო“ „მის-ერაყს“, 20 წლის შაიმა კასიმს ემუქრება.
შაიმა ერაყში 40 წლის განმავლობაში პირველად ჩატარებული სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგორც Iranian Students News Agency იუწყება, 20 წლის ლამაზმანს ჯიჰადისტებმა დაურეკეს და მას სექს-ჯიჰადში მონაწილეობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებიან.
ახალგაზრდა ქალმა მუქარის ზარების შესახებ ნათესავებს უამბო, რომლებმაც ეს ფაქტი მედიას შეატყობინეს. ახლა გოგონა იძულებულია, დაიმალოს.