ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და რუსეთის საზღვარზე დიმიტრი ტასოევი დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დიმიტრი ტასოევი რუსეთის საზღვარზე, „ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
სააგენტოსთან სატელეფონო ინტერვიუში ტასოევმა განაცხადა, რომ მისი დაკავების მიზეზი არის ის, რომ თბილისმა დიმიტრი ტასოევზე საერთაშორისო ძებმა გამოაცხადა. ტასოევი რუსეთის საზღვრის გადაკვეთას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტით ცდილობდა. მას ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. რამდენიმე საათის შემდეგ დიმიტრი ტასოევი გაათავისუფლეს. გადაკვეთა თუ არა მან რუსეთის საზღვარი, თუ ისევ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაბრუნდა, უცნობია.
სააგენტოს ცნობით, მსგავს სიტუაციაში მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ რამდენიმე მკვიდრი მოხვდა, რომლებიც 1992 და 2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები