საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. კანონპროექტს 193-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 56-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ციპრასმა ამ გადაწყვეტილებას „ძალზე მნიშვნელოვანი“ უწოდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ერთსქესიანთა ქორწინების შემთხვევაში კანონი ქონების საკითხების მოგვარების პირობებს შექმნის. კანონი არ ეხება ასეთი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები