სტოკჰოლმში ღამის კლუბი ააფეთქეს
უცნობმა ბოროტმოქმედებმა სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. Aftonbladet-ის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ღამის ოთხ საათზე მოხდა. ამ დროს კლუბში მხოლოდ თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც არ დაშავებულან. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები მუშაობენ, უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.