სტამბოლის აეროპორტში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

ერთ-ერთი ქალი, რომელიც სტამბოლში, საბიჰა გექჩენის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. Haber Turk-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის ქალია და მან თავის ჭრილობა მიიღო.
აფეთქება გვიან ღამით თვითმფრინავების სადგომზე მოხდა. იმ მომენტში ახლოს მხოლოდ ორი დამლაგებელი იმყოფებოდა. მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აეროპორტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, თვითმხილველებმა პოლიციის ვერტმფრენებიც შენიშნეს, თავად აეროპორტი ფუნქციონირებას განაგრძობს. საბიჰა გექჩენის აეროპორტი სტამბოლში 2001 წელს გაიხსნა. ის ავიაკომპანია „პეგასუსის“ საბაზისო აეროპორტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები