23 დეკემბერი
10:00
NEW
იუსტიციის მინისტრი მარნეულის რაიონის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. თეა წულუკიანი ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესაუბრება. ღონისძიება პროექტის „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ – ფარგლებში ტარდება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო 2015 წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. მისამართი: მარნეულის რაიონი, სოფელ ქესალოს საჯარო სკოლა
10:30
გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას გარემოს დაბინძურებისა და სტიქიური პროცესების გამომწვევ მიზეზებსა და ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვაზე იმსჯელებენ. პრესკონფერენციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დაესწრება. მის: დ. აღმაშენებლის 150
10:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი 4.
10:30
NEW
მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რუსეთის შეთავაზება საქართველოს – როგორ შეიძლება აღნიშნული ინიციატივის გამოყენება; პატიმრების შეწყალების სკანდალი; რაზეა დამოკიდებული ამომრჩეველთა 60%-ის არჩევანი; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა”-ს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რატომ ვერ გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რა შედეგები მოყვება ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მთავრობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
11:00
NEW
„პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რა შედეგებით დაბრუნდა სტრასტბურგიდან და ბრიუსელდან; „ნაცმოძრაობისა“ და NDI-ის დამკვეთები და როგორია მათი დავალება; როგორ გაგრძელდება სკანდალური შეწყალების თემა; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვიზა-ლიბერალიზაცია და პუტინის განცხადება, მთავრობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
12:00
ლუდსახარშ “ზედაზენს” ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” ეწვევა. “ზედაზენი” ორ ახალ გემოს: “ფეიხოს” და “ნესვი ატმით” ლიმონათებს პირველად ჩამოასხავს.
12:00
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები და “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აქციას გამართავენ და ერთობლივად კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თბილისის ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაჩეხვის მცდელობას. მის.: ლუბლიანას ქუჩა #5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო). საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი: 598 700 642
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვიზა-ლიბერალიზაცია და პუტინის განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და მთავრობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია
12:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
13:00
NEW
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:00
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზატორობით 19-ე საუკუნის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ნაწარმოების „ბაში-აჩუკი“ ქართულიდან თურქულად თარგმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
14:00
აფხაზთა კრების ახალგაზრდული ორგანიზაციები, აფხაზეთის მთავრობასთან (ალ. ყაზბეგის გამზირი №42) ჩაატარებენ აქციას “უბედურების ზონა №2 – გადადგეს აფხაზეთის მთავრობა, ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები”.
E1
18:30
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საკრებულოს შენობაში ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.