22 დეკემბერი

11:00
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ბრალდებულთა ოჯახის წევრები უკანონოდ დაპატიმრებისა და ნარკოტიკული ნივთიერების ბრალდებულთათვის ჩადების შესახებ ბრიფინგს გამართვენ. მის: რჩეულიშვილის ქ. ძველი თბილისის ქვე განყოფილება №3. საკონტაქტო: ერთ ერთი ბრალდებულის დედა მარიამ კაპანაძე 597629662
11:00
“პირველ პრესკლუბში” მოქალაქეები ალექსანდრე სახელაშვილი და კოტე ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: საკანონმდებლო ინიციატივა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თსუ“-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლარის კურსი
11:00
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე და პარტიის ახალი გენერალური მდივანი სოსო ბორცვაზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემები: ცვლილებები პატრიაში; ვიზალიბერალიზაცია; საარჩევნო კოდექსი; NDI-კვლევები; მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
რაგბის სამყაროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მის: სასტუმრო “TBILISI ROOMS HOTEL”, მერაბ კოსტავას ქუჩა #14
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის ანგარიში და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ის კვლევის შედეგები, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა – 3 წლიანი ანგარიში.
11:30
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობიოს წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რუსეთთან სავიზო მომისვლის გაუქმების შესაძლებლობა და რა კავშირშია პუტინის ინიციატივა ვიზალიბერალიზაციასთან; NDI-კვლევები; მთავრობის ანგარიშის შეფასება; 2 მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსი. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი – დოქტრინას” წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ლარის კურსზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ის კვლევის შედეგები, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა – 3 წლიანი ანგარიში.

12:30
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (მე-8კორპუსი, 1 სართული) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს და დაათვალიერებს პროექტებს, რომლებიც სტუდენტებმა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის” დაფინანსებით შეასრულეს. საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლევან მურუსიძის კორუმპიებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
13:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, გუდიაშვილის ქუჩა N7.
14:00
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, ა.ო. ,,თანადგომა და სამართლიანობა”. ა.ო. ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და ,,მოძრაობა ხალხის ხმა” გამართავს აქციას. აქციის მოთხოვნაა პრეზიდენტმა არ დაადოს ვეტო არასამთავრობოების მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება უქმდება. საკონტაქტო: 598 55 54 45
15:30
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა” თაობაზე სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდება. ხელშეკრულებებს ხელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი მოაწერენ. მისამართი: ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული, გორგასლის #16
E1
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოცენტრ “აფხაზეთის” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება რეჟისორ გელა კანდელაკის ფილმის “ხმელეთის 0,047%” ჩვენება, რომელმაც სორეზის ფესტივალზე 2010 წელს გრანპრი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები