„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” გრძელდება

დღეს, 19:30 საათზე, XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში გაიმართება ცნობილი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის, რაველისა და ჰაიდნის ნაწარმოებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” იმართება. ფესტივალი საფორტეპიანო, კამერულ და საორღანო მუსიკის კონცერტებთან ერთად, ჯაზის საღამოსაც აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები