გურამ ოდიშარიას წიგნი საუკეთესოდ დასახელდა
ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას წიგნი „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ საუკეთესოდ დასახელდა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით უკრაინულ ენაზე გამოცემული გურამ ოდიშარიას წიგნი 2015 წლის 10 საუკეთესო უკრაინულენოვან თარგმანს შორის მოხვდა.
წიგნი უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა. არტკრიტიკოსმა იგორ ბონდარ-ტერეშენკომ უცხოელი ავტორების 10 მთავარი წიგნი დაასახელა. ჩამონათვალში, გურამ ოდიშაირასთან ერთად, მიშელ უელბეკი, პატრიკ ოურჟედნიკი, ჟანბატისტა ბაზილე. ჩაკ პოლანიკი, ემირ კუსტურიცა, ენრიკე ვილამატასა, ტერი გილიამი, ენდი უორჰოლი, ინგებორგა ბაჰმანი და პაულ ცელანი არიან.