მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან
ლეგენდარული ანსამბლ „მზიურის“ სოლისტს მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან. ვარსკვლავის გახსნამდე დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: დათო ევგენიძე, თამარ ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სიმფონიური ორკესტრი.
მაია ჯაბუას საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია დიდ საკონცერტო დარბაზში 30 იანვარს გაიმართება.