დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ხელნაწერთა გამოფენა გაიხსნება
დღეს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არქივში დაცული სამი დიდი ქართველი მოღვაწის: დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლის და ვაჟა- ფშაველას საარქივო მასალების გამოფენას აწყობს.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები: 22 დეკემბერი, 15.00 საათზე – „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ (ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი); 22 დეკემბერი, 15.30 – „აკაკი და მედიცინა“ (პროფ. რამაზ შენგელია); 23 დეკემბერი, 15.00 – „ეროვნული ხსნის გმირი – 1850-იანი წლები“ (პროფ. თამაზ ჯოლოგუა).