21 დეკემბერი
10:30
სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2015 წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ.
10:30
საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ვიზალიბერალიზაცია და რა სიკეთე შეიძლება მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა; რუსეთთან სავიზო მომისვლის გაუქმების შესაძლებლობა; რაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა გოგი თოფაძე პარლამენტს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრესკონფერენციას გამართავს. მოსახლეობას მისცემს რჩევებს, როგორ გააცილონ 2015 და შეხვდნენ ახალ 2016 წელს. ასევე განიხილავს როგორი წელი იქნება ქვეყნისთვის და უპასუხებს სასურველ კითხვებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ვიზალიბერალიზაცია და შემდგომი ეტაპები; რა შესაძლებლობები გააჩნია ოპოზიციურ ძალებს ახალი საარჩევნო კოდექსით მომავალი არჩევნებისთვის; თანამშრომლობა რუსეთთან; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შეფასება და მისი ასახვა ქართული საწვავის ბაზარზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიუსებს დააჯილდოებს. მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1. საკონტაქტო პირი: ნანა – 593 33 18 18.
14:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სამწლიან ანგარიშს თბილისის საკრებულოში წარადგენს.
15:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემს.