თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგდაც ორი პირი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები