სუს-ის მიერ ორგანიზებული უწყებათაშორისი კონფერენცია დასრულდა

ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ორგანიზებული ორდღიანი უწყებათაშორისი კონფერენცია დასრულდა.
კონფერენციის მონაწილეებმა ორდღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს, სადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები გაეცნენ ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ძირითად ასპექტებს.
კონფერენციის მონაწილეების შეფასებით, აღნიშნული სტრატეგიის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრუქტურების ყოველმხრივ მობილიზებას და საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოებას.
ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა, ექსპერტების აქტიური ჩართულობით, გაანალიზეს საერთაშორისო და რეგიონალური მდგომარეობა. ისაუბრეს რეკომენდაციებზე არსებული საშინაო და საგარეო საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები