„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ქალები სექსუალურ მონობაში მიჰყავთ (ვიდეო)

ინტერნეტში ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ სექსუალურ მონობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ქალები. კადრებში ჩანს, რომ ტერორისტთა ჯგუფმა ქურთთა რამდენიმე ოჯახს ალყა შემოარტყა. მათ ახალგაზრდა გოგონები და ქალები მამაკაცებისგან მოშორებით დააყენეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბოევიკები ქალებს თმებით მიათრევენ და დამორჩილებას იარაღის მუქარით აიძულებენ.
The Daily Mail-ი ვარაუდობს, რომ კადრები, ერაყშია გადაღებული. გამოცემა წერს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბოლო დროის განმავლობაში 5 ათასი ქურთი და იეზიდი მოკლა, ხოლო ასობით გოგონა და ქალი გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები