კახა კალაძე: შესაძლოა, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ უახლოეს ხანში შევძლოთ და საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიშს წარადგენისას აღნიშნა, ჰდროელექტროსადგირების მშენებლობა, ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ელექტროეფექტური ღონისძიებების გატარება და რეზერვების შექმნა საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ნაწილია.
„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან მიმართებით ჩვენს მუშაობას. მთავრობის აქტიურმა ჩართულობამ, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ინვესტორების მხარდაჭერამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ენერგეტიკის სფეროში. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები არ არის საკმარისი არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და დამატებით სიმძლავრების შექმნა, რაც მოგვცემს საშუალებას, დავაკმაყოფილოთ ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების წლიური 5%-იანი ზრდა და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ელექტროებნერგია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ელექტროეფექტური ღონისძიებების გატარება და რეზერვების შექმნა – საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ნაწილია, რაშიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება მოიაზრება“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ საქართველო უახლეოს პერიოდში შეძლებს, ელექტროენერგია ჯერ თურქეთში, თურქეთის გავლით კი, ევროპულ ქვეყნებში გაიტანოს.
„ხშირად ვსაუბრობთ ახალი პროექტების განხორციელებაზე, ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე, ახალ თბოელექტროსადგურებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე – რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ერთი მარტივი მიზეზის გამო, დღეს, სამწუხაროდ, საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დამოკიდეულია თავის მეზობელ ქვეყნებზე – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. სამწუხაროდ, ძვირადღირებული ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში მაღალია ელექტროენერგიის მოხმარება – ზამთრის თვეებში. ეს არის ძალიან ცუდი, რადგანაც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. თუმცა, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ უახლოეს ხანში შევძლოთ და ამ თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. უფრო მეტიც, ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ შიდა მოთხოვნები, არამედ შესაძლოა, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ჩვენ მოვახერხებთ ელექტროენერგიის გატანას თურქეთში, თურქეთის გავლით კი ევროპულ ქვეყნებში“,- აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები