ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 18 ადამიანი

თურქეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. მიგრანტები საბერძნეთის სანაპიროსთან ჩასვლას ცდილობდნენ. კატასტროფის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თიურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა 14 მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საბრეძნეთში სირიიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან მიდიოდნენ.
მიმდინარე წელს საბერძნეთში 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ისინი ძირითადად თურქეთიდან ნავებით გაემზავრნენ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციის მიხედვით, წელს ევროპაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 250 მილიონ ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები