ხოდორკოვსკი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას უარყოფს

ცნობილი რუსი ბიზნესმენი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ ხოდორკოვსკი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას უარყოფს. ხოდორკოვსკი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, ხოლო რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ხოდორკოვსკისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ინფორმაცია საიტმა „ნაშა უკრაინამ“ გამოაქვეყნა.
საიტის ინფორმაციაში წერია, რომ მის განკარგულებაში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულება აღმოჩნდა, რომელშიც მითითებულია, რომ ხოდორკოვსკის პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა. ამასთანავე, ნათქვამი არ არის, როგორ აღმოჩნდა ეს საბუთი რედაქციის ხელში. „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ამ დოკუმენტის კომენტირებისას „ტვიტერში“ დაწერა – „ხოდორკოვსკიმ მე მითხრა, რომ ეს „ფეიკია“. ბოლო დროს მიხეილ ხოდორკოვსკი სენსაციურ განცხადებებს აკეთებს. ის რუსეთის კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს, ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში გარდაუვალია „მშვიდობიანი რევოლუცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები