“პოზიცია”: ელისაშვილის ბრალდებები შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს, რომელიც მმართველის გუნდის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელისაშვილის ბრალდებები კონკრეტულ არგუმენტებს უნდა ემყარებოდეს.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” ალეკო ელისაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ დეპუტატმა საკუთარი განცხადებები, რომლებიც სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, კონკრეტული არგუმენტებით უნდა გაამყაროს.
საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ელისაშვილმა ბრალდებები ამდენი წლის მერე გაახმაურა. შესაძლოა, ეს თემა გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს, რადგან მას თავის დროზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუჟღერებია. ამასთან, მივიჩნევთ, რომ ბრალდებები, რომლებზეც ელისაშვილი საუბრობს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. მოვუწოდებთ პროკურატურას მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და საქმის გამოიძიების კუთხით საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები