დღეს „ქართული ბრენდის დღე 2015“ გაიმართება

წლის მაშსტაბური ღონისძიება “ქართული ბრენდის დღე 2015” 18 დეკემბერს გაიმართება. რიგით მე–13 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ წარადგენს.
2015 წლის მთავარი ბრენდების ვინაობა სასტუმროში “Hotels & Preference Hualing Tbilisi”, 19:00 საათზე გახდება ცნობილი. ღონისძიებაზე, ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში, არაერთი ქართული ბრენდი და პიროვნება დაჯილდოვდება.
ქართული ბრენდები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდებიან: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, ბრენდ პერსონა. საერთო ჯამში 30-მდე კომპანია დაჯილდოვდება.
აღსანიშნავია, რომ წელს, დაჯილდოებაზე, ყველაზე მეტი, 14 ახალი ქართული ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ქართული ბრენდების პოზიციონირება, რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად ვლინდება. ასევე, არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ახალ კომპანიებს იკვლევს, კვლევა ხდება ადგილზე მისვლით, მათი პროდუქციისა და ხარისხის გაცნობით. ასევე, ეცნობიან მათ მარკეტინგულ მიმართულებებს და კომპანიის ცნობადობას.
13 წლიანი ისტორიის მანძილზე 500-მდე ქართული ბრენდია დაჯილდოებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები