შს სამინისტროში მანდატურების თეორიული სწავლება დასრულდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 700 მდე მანდატურის თეორიული სწავლება დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის დასკვნით ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა, ყველა მონაწილეს თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ ღონისძებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში სააგენტოს მთავარ სამმართველოში 700-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას უტარებდნენ.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, პროექტის განხორციელების მიზანი, სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიული საკითხების კარგად ცოდნა იყო. ყველა მანდატური და პედაგოგი, რომელმაც გაიარა სწავლება ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, თბილისის შემდეგ, მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები