შსს-ს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მრავალგზის მსოფლიოს რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.
იოსებ ხუციშვილმა 1 წუთის განმავლობაში 21-კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე 56 აზიდვა შეასრულა, 2013 წელს თავისივე დამყარებული რეკორდი – ცალ ხელზე 21-კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა გააუმჯობესა, ხოლო 30 წამში 10 კილოგრამიანი ტვირთით ორძელზე 33-ჯერ აიზიდა და ახალი რეკორდი დაამყარა. სპორტსმენის მიერ რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დაესწრო და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირა. რეკორდის დამყარების პროცესს ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები. იოსებ ხუციშვილს ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ სერტიფიკატები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები