თოდუების ოჯახი სამოთახიანი ბინის მფლობელი გახდა

რუსლან თოდუას და მარიკა ბეჭვაიას ოჯახი თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ – საბა, მათე და ბარბარე თოდუები. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ოჯახი, წლების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსეს და გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 10 ქულა მიენიჭათ.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარბარობის დღესასწაულს ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა – სამინისტრომ მათ თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები