ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

18 დეკემბერს დედაქალაქის რამდენიმე რაიონს სხვადასხვა სამუშაოების გამო ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ისნის, ვაკის და საბურთალოს რაიონებს.
ისნის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და წინანდლის ქუჩის მცხოვრებლებს (150 აბონენტს).
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს (1 961 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს (996 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები