„ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთში რადიოსადგური აამოქმედა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ავღანეთის სამხრეთ ნაწილში რადიოსადგური აამოქმედეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პროვინცია ნანგარხარის ხელისუფლების ინფორმაციით, რადიოსადგური  FM დიაპაზონში მაუწყებლობს და მისი მოსმენა  მთელი პროვინციის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
რადიკალური ისლამისტები რადიოსადგურით ანტისამთავრობო მოწოდებებს გადასცემენ და ახალგაზრდებს მათ რიგებში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები