მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის მეთაურის ანგარიშს არ ესწრება

აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს პასუხობდა. დეპუტატებმა ადგილობრივი მთავრობის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
მანამდე კი სხდომაზე ხმაური იყო, დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება სხდომის პირდაპირ ეთერში დაგეგმილი ტრანსლირების გაუქმებამ გამოიწვია. პროტესტის ნიშნად დარბაზი ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ დატოვა. შესვენების შემდეგ აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ტელევიზია სხდომის სრულ ჩანაწერს აჩვენებს. ამ დაპირების მიუხედავად, მედეა ვასაძე დარბაზში არ დაბრუნებულა.
„პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებს მე ვესაუბრები 3 წელია და არაფერი სასიკეთო შედეგი მე არ მაქვს. მე მინდოდა დღეს, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი რეგიონის მოსახლეობასთან საუბარი“, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები