დევნილთა სამინისტრომ 165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით გაანაწილა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში” და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
პროფესიული კავშირების შენობაში 165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
“111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინის კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართა, ოთხოთახიანი ბინები კი 18 დეკემბერს განაწილდება. დღესვე, ოთხოთახიანი და სამოთახიანი ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა ორი 12-სულიანი დევნილი ოჯახისთვის”, – აცხადებენ დევნილთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები