პუტინის პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდნენ

კორესპონდენტებს, რომლებიც დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციის გასაშუქებლად მივიდნენ, ქართული ხაჭაპური მიართვეს. ჟურნალისტებს მსუბუქი საუზმე შესთავაზეს, რათა მათ პრესკონფერენციის დაწყების მოლოდინი გაემრავალფეროვნებინათ.
კავკასიური სამზარეულოს გარდა, მენიუში ირმის ხორციანი ღვეზელი, ასევე კრუასანები იყო. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, პრესის წარმომადგენლების უმეტესობამ მაინც ნოყიერ ხაჭაპურზე გააკეთა არჩევანი. ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაზე მედიის 1400-მდე წარმომადგენელია აკრედიტებული.

12386616_10205031758785275_424440302_n

12380384_10205031758625271_1869542379_n

12388125_10205031758345264_849634312_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები