“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტით, თბილისში 22 მაჟორიტარული ოლქი იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელშიც საარჩევნო ოლქები თავიდან გადანაწილდა.
ცვლილებების მიხედვით, თბილისისა და გარდაბანი-მარტყოფის მაჟორიტარული ოლქები ერთიანდება და დედაქალაქს, 18 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება. 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული რამდენიმე სოფელი 3 მაჟორიტარული ოლქით იქნება წარდგენილი.
წინა ვერსიისგან განსხვავებით, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, ხოლო სამტრედიასა და წყალტუბოს ცალ-ცალკე თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატი. მესტიას ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება და გაერთიანებულ ფორმატში – ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
პროექტის მიხედვით, დუშეთის-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება და ეს საარჩევნო ოლქები ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს – ხალას, ჩაისუბანს, საჩივნოს, ჩაქვსა და ციხისძირს 3 საარჩევნო ოლქი ექნება, ხოლო აღნიშნული სოფლების გარდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 1 მაჟორიტარული ოლქი ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები