რომელ სახელს ატარებს ყველაზე მეტი ქალბატონი საქართველოში

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ქალის 5 ყველაზე პოპულარული სახელის ჩამონათვალს აქვეყნებს.
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ქალის სახელებში – ნინო ლიდერობს, ეს სახელი 121 ათას 717 ქალს ჰქვია, მეორე ადგილზეა მარიამი, ამ სახელს საქართველოში 105 453 ქალბატონი ატარებს, მესამე ადგილზეა თამარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 87 ათას 375 ქალს ჰქვია. მეოთხეზე ანა – 67 883 მონაცემით, მეხუთეზე კი – ნანა. ეს სახელი საქართველოში 53 ათას 182 ქალს ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები